დღის თემები
» » გორის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლებს შორის კონკურსი გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლებს შორის კონკურსი გაიმართა

12-06-2017, 14:05
ნანახია: 1084
გორის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლებს შორის კონკურსი გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლებს შორის კონკურსი გაიმართა. ამის შესახებ „დიანიუსს" გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობეს. კონკურსში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. ატენის, ხიდისთავის, ტირძნისის, სკრის, ტყვიავისა და ხელთუბნის სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები სხვადასხვა ნომრებით კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარსდგნენ.
კონკურსი გორის სასწავლო უნივერსიტეტის დარბაზში ჩატარდა და მას მოსწავლე-ახალგაზრდებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე და გამგეობის წარმომადგენლებიეწრებოდნენ. ჟიურიმ კონკურსანტები ტრადიციულად 4 ნომინაციაში გამოავლინა: ვოკალი, ფოლკლორი, გუნდი და ფორტეპიანო, პირველი ადგილები დაიკავეს : დაჩი არევაძე(ფორტეპიანო), ანი აბალაკი(ვოკალი), ტირძნისის სამუსიკო სკოლის ფოლკლორული ანსამბლი „ტოროლა"(ფოლკლორი), ტყვიავის სამუსიკო სკოლა(გუნდი).
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს კონკურისის ყველა მონაწილის თბილისის ქართულ-ხალხურ საკრავთა მუზემის დათვალიერებას და ბაზალეთის ტბაზე ექსურსიაზე გამგზავრებას. მუსიკალურ სკოლებს შორის კონკურსი მესამედ ჩატარდა, პროექტის მიზანია ქართული სიმღერისა და ფოლკლორის პოპულარიზაცია, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ნიჭიერი და წარჩინებული ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით არაერთ პროექტს ახორციელებს.



скачать dle 10.3Скачать игры для Android