დღის თემები
» » მომღერალი ირაკლი ფირცხალავა კასპში გამართულ ღონისძიებას დაესწრო (ფოტოკოლაჟი)

მომღერალი ირაკლი ფირცხალავა კასპში გამართულ ღონისძიებას დაესწრო (ფოტოკოლაჟი)

8-11-2017, 12:23
ნანახია: 799

მომღერალი ირაკლი ფირცხალავა კასპში გამართულ ღონისძიებას დაესწრო (ფოტოკოლაჟი)

სოფელ კავთისხევში, ომარ კელაპტრიშვილის სახლ - მუზეუმში ფოლკლორის პოპულარიზაციის კიდევ ერთი საღამო „ფოლკლორი განაგრძობს სიცოცხლეს" გაიმართა. როგორც „დიანაიუსს" კასპის გამგების პრესსამსახურიდან აცნობეს, საღამო ომარ კელაპტრიშვილის მეუღლემ ციმი კელაპტრიშვილმა გახსნა. სალამურის ვირტოუზმა ომარ კელაპტრიშვილმა, ხალხური სიმღერა სალამურში ასახა და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მსნენელის წინაშე წარდგა. ომარის შესახებ მოგონებებით გამოვიდა პოეტი თემურ ჩალაბაშვილი, რომელმაც საკუთარი შემოქმედებიდან ის ლექსები წაიკითხა, რომელიც განსკუთრებით უყვარდა ვირტუოზ შემსრულებელს. ფოლკლორის საღამოზე უკრავდა და მღეროდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალთა ანსამბლის „თსუ-გორდელა". ფოლკლორის საღამოს ესწრებოდნენ კასპის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი მეზურნიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი და მომღერალი ირაკლი ფირცხალავა.

მომღერალი ირაკლი ფირცხალავა კასპში გამართულ ღონისძიებას დაესწრო (ფოტოკოლაჟი)

მომღერალი ირაკლი ფირცხალავა კასპში გამართულ ღონისძიებას დაესწრო (ფოტოკოლაჟი)



скачать dle 10.3Скачать игры для Android