დღის თემები
» » სპეცოპერაცია თბილისში-შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა

სპეცოპერაცია თბილისში-შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა

15-08-2017, 16:05
ნანახია: 1550

სპეცოპერაცია თბილისში-შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს მე-9 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ე.ჯ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, სოფელ ფონიჭალაში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ ე.ჯ.-ს მიერ მოქალაქისთვის მიყიდული, 4 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით).

скачать dle 10.3Скачать игры для Android