დღის თემები
» » რა შემთხვევაში შეგიჩერდებათ მართვის უფლება

რა შემთხვევაში შეგიჩერდებათ მართვის უფლება

30-06-2017, 11:03
ნანახია: 1339

რა შემთხვევაში შეგიჩერდებათ მართვის უფლება

2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება ცვლილებები საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში, რომელიც მართვის მოწმობის 100-ქულიანის სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მართვის მოწმობას მიენიჭება 100 ქულა. 

პირველი ივლისიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, ფულად ჯარიმასთან ერთად, გამოიწვევს მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შემცირებასაც, ხოლო ქულების ამოწურვის შემდეგ, მართვის უფლება 1 წლის ვადით შეგიჩერდებათ. ასეთ შემთხვევაში, მართვის მოწმობის აღდგენას მხოლოდ გამოცდის ჩაბარების შემდეგ შეძლებთ.

მძღოლის ან მგზავრის უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის შემთხვევაში, ფულადი ჯარიმის გარდა, მართვის მოწმობას 5 ქულა დააკლდება. 

მოძრაობისას მობილური კომუნიკაციით სარგებლობის შემთხვევაში, მართვის მოწმობას 15 ქულა დააკლდება. 

რამდენი ქულა დააკლდება მართვის მოწმობას სხვა დარღვევების შემთხვევაში, ვრცლად შეგიძლიათ ნახოთ შსს-ს ვიდეომასალაში. 


скачать dle 10.3Скачать игры для Android