დღის თემები
» » ქართველმა კალათბურთელებმა ისრაელი ანგარიშით 104:91 დაამარცხეს

ქართველმა კალათბურთელებმა ისრაელი ანგარიშით 104:91 დაამარცხეს

6-09-2017, 11:15
ნანახია: 628

ქართველმა კალათბურთელებმა ისრაელი ანგარიშით 104:91 დაამარცხეს

„ევრობასკეტზე" საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისრაელი ანგარიშით 104:91დაამარცხა. ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 89:89 დასრულდა და გამარჯვებული დამატებით დროში გამოვლინდა. ქართველთაგან კვლავ გამორჩეული იყო თორნიკე შენგელია. მის ანგარიშზე 25 ქულა, 19 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემაა. კარგად ითამაშა გუნდის კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამაც. მან 19 ქულა, 11 მოხსნა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ხვალ ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველო იტალიას დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში გუნდი პლეიოფის სტადიაზე ხვდება. თუკი ხვალ ისრაელი უკრაინას მოუგებს, საქართველოს ნაკრები მარცხის შემთხვევაშიც გავა პლეიოფში. ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველომ სამი შეხვედრა ჩაატარა. პირველი შეხვედრა „თელ-ავივ არენაზე" 31 აგვისტოს გაიმართა და საქართველომ დაძაბულ მატჩში ლიტვა 79:77 დაამარცხა. 2 სექტემბერს კი გერმანიის ნაკრებთან 57:67დამარცხდა. დაძაბული აღმოჩნდა 2 სექტემბერს საქართველო-უკრაინის შეხვედრა. „თელ-ავივ არენაზე" გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 7 ქულით დამარცხდა(81:88). 6 სექტემბერს საქართველოს მეტოქე იტალია იქნება. მატჩი 18:30 საათზე დაიწყება.скачать dle 10.3Скачать игры для Android