დღის თემები
» » 2016 წლის საუკეთესო მოჭიდავე-გორელი ჩემპიონის მორიგი ჯილდო

2016 წლის საუკეთესო მოჭიდავე-გორელი ჩემპიონის მორიგი ჯილდო

29-08-2017, 16:54
ნანახია: 1535

2016 წლის საუკეთესო მოჭიდავე-გორელი ჩემპიონის მორიგი ჯილდო

 

გორელი, მსოფლიო ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანება 2016 წლის საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელა „თავიუფალი სტილით" ჭიდაობაში. მძიმეწონიანმა პეტრიაშვილმა პლანეტის პირველობის ფინალში მთავარი ფავორიტი მოქმედი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი, თურქი ტაჰა აკგული 10-8 დაამარცხა და ყველაზე პრესტიჟული მძიმეწონითი კატეგორიის გამარჯვებული გახდა. 2016 წელს კი გორელი ფალავანი ევროპის ჩემპიონი პირველად გახდა, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გასული წლის საუკეთესო მოჭიდავისათვის განკუთვნილი სპეციალური პრიზი (10 000 $) ქართველ გოლიათს ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს პრეზიდენტმა ნენად ლალოვიჩმა პარიზში, მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო დღეს დაჯილდოების ცერემონიაზე გადასცა.

скачать dle 10.3Скачать игры для Android