დღის თემები
» » შიდა ქართლმა სპორტულ თევზჭერაში ჩემპიონატს უმასპინძლა

შიდა ქართლმა სპორტულ თევზჭერაში ჩემპიონატს უმასპინძლა

12-06-2017, 17:34
ნანახია: 960

შიდა ქართლმა სპორტულ თევზჭერაში ჩემპიონატს უმასპინძლა

საქართველოდან 21-მა მეთევზემ თავი აგარის ტბასთან მოიყარა და საუკეთესო შედეგისთვის 8 საათის განმავლობაში იბრძოლა. შეჯიბრისთვის განსაზღვრული დროს ამოწურვის შემდეგ, დაჭერილი თევზი აწონეს და გამარჯვებულები ოთხ ნომინაციაში გამოავლინეს. პირველ ადგილზე ზაზა ხორნაული გავიდა, მის მიერ დაჭერილმა თევზმა 2 კილოზე მეტი აიწონა. მეორე ადგილი 2 კილო და 300 გრამით ოთარ მერებაშვილმა მოიპოვა, მანვე აიღო დამატებითი ჯილდო ყველაზე დიდი თევზის დაჭერისთვის. მესამე ადგილის მფლობელი კი, სერგო კურგინიანი გახდა, მან პირველ და მეორე ადგილებზე გასული მეთევზეებისგან განსხვავებით 200 გრამით ნაკლები დაიჭირა. სპორტული ტევზჭერის მოყვარულთა კლუბი და სპორტის ამავე სახეობის ფედერაცია, სეზონის დასრულებამდე, შიდა ქართლში კიდევ ერთ ჩემპიონატს გამართავს.

скачать dle 10.3Скачать игры для Android