დღის თემები
» » ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 3 დღიანი სპორტული ტურნირი დაიწყო

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 3 დღიანი სპორტული ტურნირი დაიწყო

25-09-2018, 12:10
ნანახია: 259
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 3 დღიანი სპორტული ტურნირი დაიწყო

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, მაიორ შალვა დოლიძის სახელობის ტურნირი დაიწყო. ტურნირი სპორტის სხვადასხვა სახეობაში გაიმართება და მასში მონაწილეობას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლისა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ.შეჯიბრმა სტარტი უკვე აიღო და 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დაჭრილი და დაშავებული სამხედროებიერთმანეთს მჯდომარე კალათბურთში, ფეინთბოლში, ცურვაში, სირბილში, მშვილდოსნობაში, პნევმატური იარაღით (შაშხანით, პისტოლეთით) სროლაში, მძლეოსნობაში (წოლჭიმი), მკლავჭიდში, მაგიდის ტენისში, ბილიარდსა და მჯდომარე ფრენბურთში ეჯიბრებიან.

შალვადოლიძის სახელობის ტურნირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა დაფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტისა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ურთიერთთანამშრომლობით იმართება.

 

скачать dle 10.3Скачать игры для Android