დღის თემები
» » გიორგი გოგშელიძე სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა

გიორგი გოგშელიძე სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა

13-08-2018, 15:36
ნანახია: 504

გიორგი გოგშელიძე სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა

მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ორგზის პრიზიორი გიორგი გოგშელიძე გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური სასპორტო სკოლის თავისუფალი ჭიდაობის დარბაზში სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა. როგორც გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი,   ტიტულოვანმა ფალავანმა ცოტა ხნის წინ ამ დარბაზის კეთილმოწყობაში თავისი წვლილი შეიტანა. მან საკუთარი სახსრებით შეღება კედლები და კოსმეტიკური რემონტით გააუმჯობესა სავარჯიშო ატმოსფერო. скачать dle 10.3Скачать игры для Android