დღის თემები
» » ლადო ხინჩეგაშვილი ფინალშია

ლადო ხინჩეგაშვილი ფინალშია

7-07-2017, 19:03
ნანახია: 988

ლადო ხინჩეგაშვილი ფინალშია

პოლონეთში მიმდინარე ღია პირველობაზე თავისუფალ და ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში პირველი საშეჯიბრო დღე მიიწურა. გორელი თავისუფალი სტილის მოჭიდავე, ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი ფინალშია გასული.  61 კგ–ში მოასპარეზე ლადომ პირველ შეხვედრაში ადგილობრივი სპორტსმენი დავიდ რომანოვიცი დაამარცხა 10:0, მეოთხედფინალურ ეტაპზე ბულგარელ დიმიტარ ივანოვსაც გამანადგურებელი ანგარიშით 11:0 სძლია. ნახევარფინალში მისი მეტოქე ყაზახეთის წარმომადგენელი საიატბეკ ორასოვი იყო, რომელსაც ჩვენმა ფალავანმა შედარებით მოკრძალებული სხვაობით 6:2 აჯობა. ფინალურ დაპირისპირებაში ხინჩეგაშვილი მოლდოველ ანდრეი პერპელიტას შეხვდება.скачать dle 10.3Скачать игры для Android