დღის თემები
» » ევროპის საფეხბურთო სამყაროს ყურადღება დღეს გორისკენაა მიმართული

ევროპის საფეხბურთო სამყაროს ყურადღება დღეს გორისკენაა მიმართული

2-07-2017, 14:45
ნანახია: 2695

ევროპის საფეხბურთო სამყაროს ყურადღება დღეს გორისკენაა მიმართული

დღეს გორის საფეხბურთო ისტორიაში ისტორიული დღეა. პირველად ქალაქის ისტორიაში თენგიზ ბურჯანაძის ცენტრალური სტადიონი ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის გახსნას უმასპინძლებს. "მომავლის ჩემპიონატი" როგორც მას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი უწოდებს, სწორედ გორიდან აიღებს სტარტს. ევროპისრვაუძლიერესინაკრები, გორსა და თბილისში გაარკვევენ უძლიერესის ვინაობას. გახსნით მატჩში მასპინძელი საქართველოს ნაკრები პორტუგალიელთანატოლებთან მოსინჯავს ძალებს. ევროპის საფეხბურთო სამყაროს ყურადღება დღეს გორისკენაა მიმართული. თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. ევროპირველობა საქართველოში 2-15 ივლისს ჩატარდება. სტადიონზე უეფას მოთხოვნების შესაბამისად, სარემონტო სამუშაოები ჩატარდა და მასპინძლობისთვის სრულ მზადყოფნაშია.

გიორგი ოგანესიანი, „დიანიუსი"

скачать dle 10.3Скачать игры для Android