დღის თემები
» » 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთი გორში ორი ლარი ეღირება

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთი გორში ორი ლარი ეღირება

29-06-2017, 13:08
ნანახია: 1536

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთი გორში ორი ლარი ეღირება

ორ დღეში გორი 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ქალაქში ჩემპიონატისთვის მზადება დასასრულს უახლოვდება. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვა და ევროპული ქვეყნების დასახვედრად თითქმის მზად არის. დამონტაჟდა ახალი განათების და გახმობანების სისტემა, მოწესრიგდა მოედნის საფარი და გამოიცვალა არსებული ინფრასტრუქტურა, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა ორი სალარო, სადაც ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთების შეძენა იქნება შესაძლებელი. 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი 2 ივლისს გაიხსნება და პირველი მატჩი გორში ჩატარდება, სადაც ერთმანეთს საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს შეხვედრას. ჩემპიონატს გორის გარდა თბილისი, რუსთავი და მცხეთა უმასპინძლებს.

скачать dle 10.3Скачать игры для Android