დღის თემები
» » პედაგოგებს საშუალება ეძლევათ, მოსწავლეებისგან, ფეხბურთის გუნდები შექმნან

პედაგოგებს საშუალება ეძლევათ, მოსწავლეებისგან, ფეხბურთის გუნდები შექმნან

21-06-2017, 13:59
ნანახია: 761

პედაგოგებს საშუალება ეძლევათ, მოსწავლეებისგან, ფეხბურთის გუნდები შექმნან

საჯარო სკოლების პედაგოგებს, საშუალება ეძლევათ, მოსწავლეებისგან, ფეხბურთის გუნდები შექმნან და არასაგაკვეთილო დროს მწვრთნელის ფუნქცია შეითავსონ. ინიციატივა ფეხბურთის ფედერაციას ეკუთვნის, რომელსაც მხარს საქართველოს განათლებისა და სპორტის სამინისტროებიც უჭერენ. მათ მიერ, ერთობლივად შემუშავებული გეგმის საფუძველზე კი, საჯარო სკოლების პედაგოგებს ტრენინგები უტარდებათ.გადამზადებაში ჩართულია შიდა ქართლის სკოლებიც. ამ მიმართულებით ტრენინგი გაიმართა დღეს, გორის მესამე საჯარო სკოლაში, რომელსაც გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე ფიზაღზრდის პედაგოგები ესწრებოდნენ. მათ სპეციალურად შედგენილი სახელმძღვანელოებიც გადაეცათ, რომლითაც შემდგომში იხელმძღვანელებენ. ინიციატივა მიზნად ისახავს, ფეხბურტის პოპულარიზაციას და ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენას სკოლებშივე.

скачать dle 10.3Скачать игры для Android