დღის თემები
» » ტურნირებში პირველი ადგილები ხაშურის „ივერიამ“ და გორის „გორმა“ დაიკავეს

ტურნირებში პირველი ადგილები ხაშურის „ივერიამ“ და გორის „გორმა“ დაიკავეს

28-11-2017, 18:36
ნანახია: 693

ტურნირებში პირველი ადგილები ხაშურის „ივერიამ“ და გორის „გორმა“ დაიკავეს

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, წარმატებული გორელი ფეხბურთელების ომარ რევაზაშვილისა და კობა თურაზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირებში გამარჯვებული ბავშვები დააჯილდოვეს. ტურნირები, სადაც 22 გუნდი მონაწილეობდა 2006-2007 და 2008-2009 წლებში დაბადებულ ბავშვებს შორის გაიმართა. ტურნირებში I ადგილები ხაშურის „ივერიამ" და გორის „გორმა" დაიკავეს. გამარჯვებული გუნდების მოთამაშეები შესაბამისი მედლებით, სიგელებითა და თასებით დააჯილდოვეს. გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა პატარა ფეხბურთელებს მიულოცა და წარმატებები უსურვა. ღონისძიებას ვეტერანი ფეხბურთელები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფეხბურთის განვითარების ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

скачать dle 10.3Скачать игры для Android