დღის თემები
» » გორში გამართულ ამხანაგურ მატჩში საქართველომ კვიპროსის ნაკრები დაამარცხა

გორში გამართულ ამხანაგურ მატჩში საქართველომ კვიპროსის ნაკრები დაამარცხა

10-11-2017, 19:50
ნანახია: 1889

გორში გამართულ ამხანაგურ მატჩში საქართველომ კვიპროსის ნაკრები დაამარცხა

გორში გამართულ ამხანაგურ მატჩში საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებებს შორის მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით – 1:0 იმარჯვეს. მატჩის ერთადერთი გოლი, 24-ე წუთზე, გიორგი ქვილითაიმ გაიტანა, როდესაც კვიპროსელთა მეკარის შეცდომით ისარგებლა და საჯარიმოს ხაზიდან შეძლო მეტოქის კარის აღება. პირველი ტაიმი ქართველთა უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ გამორჩეული სახიფათო მომენტების გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმი თანაბარი იყო, ორივე გუნდს შეეძლო გოლის გატანა. 66-ე წუთზე ქართველ მცველებს კვიპროსელთა მე-17 ნომერი, მარგასა გაეპარათ, რომელმაც ახლო მანძილიდან შორეულ კუთხეში დაურტყა ლორიას, მაგრამ საქართველოს ნაკრების მეკარემ ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა და ურთულესი ბურთი მოიგერია. მატჩის ბოლო წუთებზე, შეცვლაზე შემოსული ნიკა კაჭარავა ორჯერ აღმოჩნდა ხელსაყრელ სიტუაციაში: პირველა ეპიზოდში, მახვილი კუთხიდან დარტყმული მეკარეს მოხვა, მეორედ კი, საჯარიმოში სწრაფად შესული თავდამსხმელი კვიპროსელ მცველებთან ორთაბრძოლისას დაეცა, მაგრამ მსაჯს თამაში არ შეუჩერებია. მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ორშაბათს, 13 ნოემბერს, ბელარუსის ნაკრებთან, ქუთაისში გამართავს.скачать dle 10.3Скачать игры для Android