დღის თემები
» » სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინიტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში იაპონიის სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინიტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში იაპონიის სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა

10-11-2017, 15:30
ნანახია: 513

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინიტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში იაპონიის სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინიტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში უმასპინძლა იაპონიის სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულებას ბატონ ტადაჰარუ უეჰარას. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ ელჩის პირველი მდივანი, ბატონი შინჯი სოიამა და ატაშე ბატონი იასუჰირო კოჯიმა. მხარეებმა ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე და გაცვლით პროგრამებზე, რომელიც ითვალისწინებს ქართველი სპორტსმენების იაპონიაში მომზადებას და პირიქით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებას, რომელსაც უახლოეს წლებში იაპონია უმასპინძლებს - 2019 წლის რაგბის მსოფლიოს თასს და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებს.скачать dle 10.3Скачать игры для Android