დღის თემები
» » უჩა ნანუაშვილი შიდა ქართლსა და იმერეთში გამყოფი ხაზის პირას მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

უჩა ნანუაშვილი შიდა ქართლსა და იმერეთში გამყოფი ხაზის პირას მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

14-09-2017, 15:03
ნანახია: 762

უჩა ნანუაშვილი შიდა ქართლსა და იმერეთში გამყოფი ხაზის პირას მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შიდა ქართლსა და იმერეთში გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. სოფელ ჯარიაშენის, გუგუტიანთკარისა და პერევის მაცხოვრებლები ოკუპაციის შედეგად გამოწვეულ სოციალური გაჭირვებას უჩივიან. მძიმე ტვირთად აწევთ გამყოფი ხაზის გადაკვეთის შემთხვევაში დაკავებები. მიწებისა და საძოვრების დიდი ნაწილი საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა, ხოლო ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილი მიწის რეგისტრაცია ჭიანურდება. არ არის დაცული მათი უსაფრთხოება, კვლავ შეჩერებულია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანებული სახლების აღდგენის და კომპენსაციის, ასევე მიწისძვრის შედეგად დაზარალებული პერევის მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემის საკითხები. სოფლებში მოუწესრიგებელია სასმელი და სარწყავი წყლის სისტემები, რეაბილიტაციას საჭიროებს საგზაო ინფრასტრუქტურა. გუგუტიანთკარის მოსახლეობა სკოლის და საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვს. მიმდინარე წელს სოფლების მაცხოვრებელთა უმრავლესობას სოციალური დახმარება შეუწყდა. გუგუტიანთკარელების ცნობით, 2017 წლის ზამთარში ჩატარებული განმეორებითი შემოწმებისას, დახმარების გარეშე ერთდროულად 108 ოჯახი დარჩა. სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობა გამყოფ ხაზთან ქართული საგუშაგოს ამოქმედებას ითხოვს, უსაფრთხოების დაცვის მიზნითა და უკანონო დაკავებების თავიდან ასაცილებლად.скачать dle 10.3Скачать игры для Android