დღის თემები
» » უკრაინამ საქართველოსგან სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნა მიიღო

უკრაინამ საქართველოსგან სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნა მიიღო

5-09-2017, 14:17
ნანახია: 898

უკრაინამ საქართველოსგან სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნა მიიღო

უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოსგან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ მოთხოვნა მიიღო. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე სერგეი პეტუხოვმა განაცხადა. მისი თქმით, კიევმა მიიღო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადირების შესახებ მოთხოვნა, სადაც ნათქვამია, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ოთხი საქმეა აღძრული. პეტუხოვის თქმით, საქართველოს პროკურატურა გარანტიას იძლევა, რომ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა არ განხორციელდება და მას მესამე მხარეს არ გადასცემენ. ამასთან, პეტუხოვის თქმით, ამ თემაზე იუსტიციის სამინისტრო უახლოეს საათებში ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს 26 ივლისს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.скачать dle 10.3Скачать игры для Android