დღის თემები
» » დღეს და ხვალ გორი-თბილისის მიმართულებით გარკვეულ საათებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

დღეს და ხვალ გორი-თბილისის მიმართულებით გარკვეულ საათებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

30-08-2017, 15:34
ნანახია: 2096

დღეს და ხვალ გორი-თბილისის მიმართულებით გარკვეულ საათებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

დღეს და ხვალ, თბილისი-გორი, გორი-თბილისის მიმართულებით დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 40კმ-ზე, მდინარე ქსანზე არსებული სახიდე გადასასვლელის ტოპო-გეოდეზიური სამუშაოების წარმოებისთვის, საჭიროა სავალი ნაწილის დროებით შევიწროვება ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე ორივე მიმართულებით. სამუშაოები, 30 აგვისტოს დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე თბილისი-გორის მიმართულებაზე განხორციელდება, ხოლო 31 აგვისტოს - გორი-თბილისის მიმართულებაზე, დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.скачать dle 10.3Скачать игры для Android