დღის თემები
» » ავარიას ერთი ოჯახის 5 წევრი ემსხვერპლა

ავარიას ერთი ოჯახის 5 წევრი ემსხვერპლა

24-08-2017, 11:33
ნანახია: 2660

ავარიას ერთი ოჯახის 5 წევრი ემსხვერპლა

გურიაში სოფელ ჩიბათთან, სატვირთო ავტომობილს მისაბმელი მოწყდა და მსუბუქ ავტომობილს დაეცა, რამაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის არის ერთი მცირეწლოვანი. ავტომობილში მჯდომი კიდევ ერთი მგზავრი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.скачать dle 10.3Скачать игры для Android