დღის თემები
» » ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

23-08-2017, 08:23
ნანახია: 1337

ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ განცხადება თავდაცვის მინისტრმა დღეს დილით გააკეთა. პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ლევან იზორია სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა. ადგილზე მეხანძრეები მუშაობდნენ, დამუშავდა ტერიტორია წყლის ჭავლით. ამასთან, ატენის ხეობაში პირველი ქვეითი ბრიგადის 250 სამხედრო ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში იყო ჩართული. პრევენციის მიზნით, ხეობაში სამხედროების ნაწილი კვლავ რჩება. ატენის ხეობაში ხანძრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ხეობაში, ზემო ბოშურის მიმდებარედ ტყეს ხანძარი 22 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათზე გაუჩნდა. დამწვარია ორ ჰექტრამდე ფართობის წიწვოვანი ტყე.

скачать dle 10.3Скачать игры для Android