ინდონეზიაში დანგრეული ეკლესიის ქვეშ 34 ბავშვის ცხედარი იპოვეს2-10-2018, 13:17
ნანახია: 1584
ინდონეზიაში, ქალაქ პალუში მიწისძვრისა და ცუნამის გამო დანგრეული ეკლესიის ნანგრევებიდან 34 ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს. ამის შესახებ Independent-ი წერს. ცნობილია, რომ ისინი რელიგიურ საგანმანათლებლო ბანაკს სტუმრობდნენ. ცუნამისა და მიწისძვრისას მათ ეკლესიას შეაფარეს თავი, თუმცა შენობა დაინგრა და ისინი ქვეშ მოიყოლა. ბოლო მონაცემებით, ინდონეზიაში მიწისძვრის და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1200-მდე გაიზარდა. საცხოვრებელი 17 000-მდე ადამიანმა დატოვა, ორი მილიონ 400 000 მოქალაქეს კი ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება.
|
დღის
თემები
|
ბოლო სიახლეები
|