დღის თემები
» » TBC: ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელიც საღამოს 8 საათამდე ხორციელდება კანონიერია - ბუცხრიკიძე და ხაზარაძე ამ ტრანზაქციაზე ინფორმირებულებიც არ იყვნენ, ზეწოლას ადგილი არ ჰქონია

TBC: ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელიც საღამოს 8 საათამდე ხორციელდება კანონიერია - ბუცხრიკიძე და ხაზარაძე ამ ტრანზაქციაზე ინფორმირებულებიც არ იყვნენ, ზეწოლას ადგილი არ ჰქონია

2-10-2018, 12:31
ნანახია: 478


TBC: ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელიც საღამოს 8 საათამდე ხორციელდება კანონიერია - ბუცხრიკიძე და ხაზარაძე ამ ტრანზაქციაზე ინფორმირებულებიც არ იყვნენ, ზეწოლას ადგილი არ ჰქონია

TBC ბანკი ზაზა ოქუაშვილის განცხადებას პასუხობს. როგორც TBC ბანკის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ეკა გეგუტია განმარტავს, ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელიც საღამოს 8 საათამდე ხორციელდება კანონიერია. ამასთან, როგორც გეგუტია ამბობს, მსგავსი ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ კომპანიის მენეჯმენტში, რადგან ის კანონის დაცვით ხორციელდება.

„ბუცხრიკიძე ასეთ ტრანზაციაში არ მონაწილეობდა და მსგავს ტრანზაქციებში გენერალური დირექტორი საერთოდ არ მონაწილეობს. კომპანიას სურდა თავის თანხის განკარგვა და ეს მოხდა წესით დაცვით. არც ვახტანგ ბუცხრიკიძე და არც მამუკა ხაზარაძე ამ ტრანზაქციაზე ინფორმირებულები არ იყვნენ, რადგან ეს არის კლიენტის მიერ საკუთარი თანხების განკარგვის ტრანზაქცია, რომლის შეზღუდვაც არ შეიძლებოდა. არ ვადასტურებთ ზეწოლას, ეს არის სიცრუე, არავითარ ზეწლას არ განიცდიდნენ. ყოველგვარი კანონის დაცვით მოხდა ტრანზაქცია და თიბისი ბანკს არ შეეძლო კლიენტისთვის შეეზღუდა ეს ტრანზაქცია" , - განმარტავენ ბანკში.

скачать dle 10.3Скачать игры для Android