დღის თემები
» » 2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2-10-2018, 11:35
ნანახია: 908

ვერძი
დაივიწყეთ პირადი ინიციატივების შესახებ. ამ დღეს მუშაობა მეტისმეტად რთული ადამიანის ხელმძღვანელობით მოგიწევთ, რომელიც თქვენს ერთობლივ პროექტს კონსერვატიულად უყურებს. გსურთ თუ არა, ამისთვის ანგარიშის გაწევა მოგიწევთ. სამაგიეროდ, მუშაობის დასრულებისთანავე, ასეთი თანამშრომლობის უპირატესობას გააცნობიერებთ. ხელმძღვანელობის მოწონებას დაიმსახურებთ, პირადად თქვენ კი სოლიდურ პრემიას მიიღებთ.

 

კურო
გირჩევთ, პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობისას სიფრთხილე და კორექტულობა გამოიჩინოთ, რადგან ამაზე თქვენი კეთილდღეობაა დამოკიდებული. გახსოვდეთ, რომ კლიენტი ყოველთვის მართალია. ამიტომ თქვენთვის დამახასიათებელი ცინიზმისგან თავის შეკავება ჯობს. თუ არ ეცდებით, რომ უზომოდ ქედმაღალ არსებას თავიდან „გვირგვინი" მოხადოთ, ის თქვენს მიმართ კეთილად განეწყობა და ყველაფერს გააკეთებს, რომ მატერიალურად უზრუნველყოფილი იყოთ.

 

ტყუპები
ამ დღეს პატარებს უდიდეს ძალას და უამრავ სითბოს აჩუქებთ. ერთს სასკოლო საქმეებში დაეხმარებით, მეორეს სასიყვარულო ურთიერთობებში დააკვალიანებთ, თუმცა არც მეუღლე უნდა დაივიწყოთ. მასთან ურთიერთობაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ და დაუვიწყარ საღამოს გაჩუქებთ.

 

კირჩხიბი
ამ დღეს კოლექტიური შრომისთვის ოპტიმალურ პირობების შექმნით დაკავდებით: კოლეგებს, რომლებიც მუდმივად კამათობენ, თანხმობისა და მეგობრობისკენ მოუწოდებთ, შეყვარებულებს კი ხვალინდელ საღამომდე რომანტიკის დავიწყებას სთხოვთ. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, თქვენს განკარგულებაში იქნება მაღალი კვალიფიკაციის კოლექტივი, რომელსაც თქვენი პროექტის იდეალურად განხორციელება შეუძლია. შესაბამისად, ახლოსაა ის კარიერული წინსვლა, რომელზეც დიდი ხანია, ოცნებობთ.

 

ლომი

ამ დღეს შემოქმედებითი პეტენციალის სრულად გამოყენებას შეძლებთ. თუნდაც თქვენი პროფესია ხელოვნებისგან შორს იყოს, სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების პროცესში, მისი დამატება მოგიწევთ. ასეთი ექსპერიმენტი თქვენ და თქვენს შეფსა იმდენად მოგეწონებათ, რომ გამორიცხული არაა, მომავალში ყველა მნიშვნელოვანი პროექტის მთავარი „კრეატორის" როლი შეგითავსონ. უდავოდ სასიამოვნო ფაქტია, თუმცა, ახალი ვალდებულებების დამატება ცოტა დაგძაბავთ.

 

ქალწული
ამ დღეს „ღრუბლებში იფრენთ", რადგან თქვენთვის საინტერესო და სიმპათიურ ადამიანთან გექნებათ საუბარი. ის აშკარად მიგანიშნებთ, რომ თავადაც დაინტერესებულია თქვენი პერსონით, ამიტომ საღამოს კინოში ან საყვარელ კაფეში დაპატიჟებთ. დრო, რომელსაც ერთად გაატარებთ, ორივესთვის დაუვიწყარი იქნება, თუმცა საერთო გადაწყვეტილებით, ჯერჯერობით ურთიერთობის აფიშირებისგან თავს შეიკავებთ.

 

სასწორი
ამ დღეს დაღლილობას გრძნობთ, თუმცა, მეგობრის დასახმარებლად ძალებს მაინც გამონახავთ. მისი პრობლემების მოსაგვარებლად დიდ დროს დახარჯავთ. საბოლოოდ, ეს ადამიანი მშრალ მადლობას გადაგიხდით და მოგვიანებით გაცნობებთ, რომ თქვენი დახმარების გარეშეც რთულ სიტუაციას მარტივად გაუმკლავდებოდა.

 

მორიელი
ახლობელი ადამიანებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვთ. ნუ ფიქრობთ, რომ თქვენი კაპრიზების უსიტყვოდ შესრულება თქვენი ოჯახის წევრებს ძალიან სიამოვნებთ. საღამოს ამის გამო მარე შენიშვნასაც მიიღებთ და ნუ გაგიკვირდებათ.

 

მშვილდოსანი
ამ დღეს ახალი ინფორმაციის მიღება დააბნევთ. შეიტყობთ, რომ ადამიანს, ვისთანაც უკვე რამდენიმე წელია მეგობრობთ, თქვენ მიმართ განსაკუთრებული ინტერესი ჰქონია და თქვენი მეორე ნახევრის შურს. ამ ფაქტის გაანალიზების შემდეგ ამ ადამიანის თქვენთან სახლში მოსვლას კატეგორიულად აკრძალავთ, რათა თქვენმა მეორე ნახევარმა თავი დამცირებულად არ იგრძნოს.

 

თხის რქა
ამ დღეს სარფიანად შეძლებთ თქვენი ძველი ავტომობილის გაყიდვას ან გაცვლას უფრო პრესტიჟულზე. როგორც კი ახალი მანქანის მფლობელი გახდებით, ნაცნობებისა და მეგობრებისთვის გრანდიოზულ წვეულებას მოაწყობთ. თქვენს მხიარულებას მეზობლებიც შეუერთდებიან, რომლებთანაც მუდმივად კონფლიქტი გქონდათ ავტოპარკინგის თაობაზე, თუმცა თქვენი ურთიერთობა ყალბი და ხელოვნური იქნება.

 

მერწყული
მერწყულებს სასიყვარულო პარტნიორისგან იმედგაცრუება ელით. თქვენი წყვილი მეგობრებს ესტუმრება. ეს საღამო ბევრ რამეზე აგიხელთ თვალს. მიხვდებით, რომ თქვენს რჩეულს განათლება და ერუდიცია აკლია და მისი მსოფლმხედველობაც ვიწროა.

 

თევზები
თევზებისთვის ეს დღე პოზიტიური აღმოჩდნება. დილას ადრე ქალაქგარეთ გაემგზავრებით ნათესავის ან საუკეთესო მეგობრის მოსანახულებლად. აგარაკზე დაისვენებთ როგორც სულიერად, ასევე, ფიზიკურად. დღე იდეალურად ჩაივლის, მხოლოდ იმ პირობით, თუკი ალკოჰოლს გადაჭარბებული დოზით არ მიიღებთ.

скачать dle 10.3Скачать игры для Android