დღის თემები
» » “თვითმკვლელობა არც არასდროს უცდია” - გარდაცვლილი 17 წლის გოგონას ოჯახის წევრის პირველი კომენტარი

“თვითმკვლელობა არც არასდროს უცდია” - გარდაცვლილი 17 წლის გოგონას ოჯახის წევრის პირველი კომენტარი

1-10-2018, 18:04
ნანახია: 2119

სამტრედიაში გარდაცვლილი გოგონას ბიძა ” ჰყვება, რომ ქეთის ოთახში წერილი იპოვეს, სადაც ყველას ბოდიშს უხდის და არავის არაფერში ადანაშაულებს. გოგონას დედა ემიგრანტია, მას და მის ძმას მამა ზრდიდა. ბიძის ინფორმაციით, ქეთის არც დეპრასია და არც რაიმე პრობლემა ჰქონია. ის საკმაოდ კონტაქტური გოგონა იყო. იგი საკმაოდ კარგად სწავლობდა და მას თვითმკვლელობა არც არასდროს უცდია.

"ხეზე ეზოში უკვე გარდაცვლილი მისმა ძმამ იპოვა. ბავშვი შოკშია, ყველას ახსნა გვიჭირს. ერთადერთი რაც ვიპოვეთ მისივე ხელით დაწერილი წერილია. იქ ყველას ბოდიშს გვიხდის და ამბობს, რომ არავის არაფერში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ეს იყო იმ ქვეყნად ცხოვრების ინტერესი და სურდა გაეგო იმ სამყაროში რა ხდებოდა. წერილში მხოლოდ ასე ხსნის თვითმკვლელობის ფაქტს. ის არც ერთ ინტერნეტ თამაშს არ თამაშობდა. საკმაოდ კონტაქტური და თბილი ბავშვი იყო. გვიჭირს კონკრეტულად რაიმეზე საუბარი”, – აცხადებს „რეზონანსთან” გარდაცვლილის ბიძა.

скачать dle 10.3Скачать игры для Android