დღის თემები
» » ქართველების წარმატება საჭადრაკო ოლიმპიადის პირველ დღეს

ქართველების წარმატება საჭადრაკო ოლიმპიადის პირველ დღეს

26-09-2018, 14:21
ნანახია: 344


ბათუმში მიმდინარე რიგით 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის პირველ ტურში საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა პირველმა ნაკრებმა, სამხრეთ კორეის გუნდს 3-1 მოუგო.

პარტიები წარმატებით – ნანა ძაგნიძემ, ბელა ხოტენაშვილმა და მერი არაბიძემ დაასრულეს. 

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა მეორე ნაკრებმა რომლის შემადგენლობაში ინგა ჭარხალაშვილი, სოფიო გვეტაძე, სოფიო ხუხაშვილი და მირანდა მიქაძე თამაშობდნენ, სამხრეთაფრიკის გუნდს 4-0 სძლია. ასეთივე შედეგით იმარჯვა ჩვენი ქვეყნის მესამე გუდმა რომლის ღირსებასაც ნინო ხომერიკი, მარიამ ჯანიაშვილი, ლილე ქორიძე და თამარ ესაძე იცავენ. მათ სეიშელის კუნძულების ნაკრების წევრები დაამარცხეს.

საჭადრაკო ოლიმპიადის პირველ ტურში საქართველოს ვაჟთა პირველი ნაკრები სმენადაქვეითებულთა საერთაშორისო ჭადრაკის კომიტეტის გუნდს შეხვდა და 3.5-0.5 იმარჯვა. პირველ დაფაზე პარტია ყაიმით ბაადურ ჯობავამ დაასრულა. მიხეილ მჭედლიშვილმა, ლევან ფანცულაიამ და მიხეილ ჯოჯუამ კი შეხვედრებში გამარჯვება დააფიქსირეს.
 
 
 


скачать dle 10.3Скачать игры для Android