დღის თემები
» » ლარში გასაცემი სესხების ზვარი 200 ათას ლარამდე იზრდება

ლარში გასაცემი სესხების ზვარი 200 ათას ლარამდე იზრდება

12-09-2018, 17:03
ნანახია: 958

ლარში გასაცემი სესხების ზვარი 200 ათას ლარამდე იზრდება

ლარში გასაცემი სესხების ზღვარის 200 ათას ლარამდე გაზრდა, ლარიზაციის ფარგლებში მომზადებული ინიციატივაა, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა. მისი განცხადებით, შესაბამის ცვლილებას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსში მომზადებული ცვლილების პროექტი.

„200 ათას ლარამდე საბანკო კრედიტი, განვადება თუ სხვა სასესხო პროდუქტი ეროვნულ ვალუტაში, ლარში უნდა გაიცემოდეს. აქამდე, ეს მაქსიმალური ზღვარი 100 ათას ლარამდე იყო და მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდებოდა. ცვლილებებით კი, ზღვარს 100 ათასი ლარიდან 200 ათას ლარამდე ვზრდით, ასევე ვაფართოებთ არეალს, ვისზეც გავრცელდება. შემოგვყავს იურიდიული პირები და პროდუქტების ნაწილში ლიზინგი, როგორც სასესხო პროდუქტი ასევე იქნება ნუსხაში შეყვანილი", – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისი განცხადებით, ჯერ კიდევ ბევრ ფიზიკურ პირსა და მცირე ბიზნესს აქვს სესხები დოლარში, ხოლო შემოსავალი ლარში, რის გამოც მათ ლარის კურსის მერყეობა მძიმე ტვირთად აწვებათ. ფინანსთა მინისტრის თქმით, მთავრობის აღნიშნული ინიციატივა სწორედ ამ პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

скачать dle 10.3Скачать игры для Android