დღის თემები
» » გორში, ერისთავის თეატრის ეზოში ქუჩის სპექტაკლის "სახლი/საზღვარი" წარდგენა გაიმართება

გორში, ერისთავის თეატრის ეზოში ქუჩის სპექტაკლის "სახლი/საზღვარი" წარდგენა გაიმართება

9-09-2018, 13:55
ნანახია: 473


<!-- [if !supportLineBreakNewLine] -->
<!-- [endif] -->

 პოლონელ შემოქმედთა ჯგუფმა თეატრალურ პროექტზე "სახლი/საზღვარი" 3 თვიანი მუშაობა დაასრულა. პროექის ფარგლებში პოლონელი რეჟისორები, მსახიობებთან ერთად დროებით ჩასახლდნენ კონფლიქტის ზონის სოფელ მერეთში, რათა მსახიობებს უკეთ ენახათ ქართულ - რუსული ომის შედეგები და ნაომარი ტერიტორიაზე ადამიანების ყოფა. ხელოვანთა ჯგუფმა მერეთიდან მოიარა მთელი საზღვრისპირაპეიმეტრი. შედეგად დაიდგა ქუჩის სპექტაკლი "სახლი/საზღვარი" პოლონელი და ქართველი, ერისთავის თეატრის მსახიობების ერთობლივი შესრულებით. სპექტაკლის შინაარსი ამ დრომდე მკაცრად გასაიდუმლოებულია. წარმოდგენა დღეს, 9სექტემბერს საღამოს 9საათზე გაიმართება გორში, ერისთავის თეატრის ეზოში. დასწრება თავისუფალია. დაფინანსებულია პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის სამინისტროს მიერ, ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის სუბსიდირებით, როგორც პროექტი "ხელოვნების ხიდები", პროგრამა "დამოუკიდებლობა 2017-2021"-ის ფარგლებში.\

скачать dle 10.3Скачать игры для Android