დღის თემები
» » ხანძარი ატენის ხეობაში - ადგილზე სპეცმანქანების და ცოცხალი ძალის მობილიზება ხდება

ხანძარი ატენის ხეობაში - ადგილზე სპეცმანქანების და ცოცხალი ძალის მობილიზება ხდება

5-09-2018, 18:00
ნანახია: 1027


 

 

ხანძარი ატენის ხეობაში - ცეცხლის ორი კერა ტყის მასივში გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 8-ჰა - მდე ფართობი. ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი ტექნიკა.

 

მათივე ცნობით, ხანძრის ეპიცენტრში არსებული რთული რელიეფის გამო ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზება ხდება. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთვება ტყის სახანძრო სპეცმანქანები, ასევე ადგილზე რამდენიმე წუთში იქნება 7 ათტონიანი წყალმზიდი.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ხანძრის დროულად აღსაკვეთად, ასევე ადგილზე გეგმავს დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზებას.

უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

скачать dle 10.3Скачать игры для Android