დღის თემები
» » “ოჯახი და კარიერა შეუთავსებელ ცნებებად არ უნდა განვიხილოთ“

“ოჯახი და კარიერა შეუთავსებელ ცნებებად არ უნდა განვიხილოთ“

3-09-2018, 18:08
ნანახია: 2063


“ოჯახი და კარიერა შეუთავსებელ ცნებებად არ უნდა განვიხილოთ“

გოგონების უმრავლესობა, ოჯახის შექმნის შემდეგ პროფესიულ მისწრაფებას ივიწყებს და სამსახურზე ფიქრისა და პროფესიული ზრდს ნაცვლად, დიასახლისი ხდება. უმრავლეს შემთხვევაში ეს, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების გამო ხდება. ისინი სხვისი გავლენის ქვეშ ექცევიან და იჯერებენ, რომ ოჯახსა და სამსახურს ერთმანეთს ვერ შეუთავსებენ. ჩვენმა რესპოდენტმა კი, სცადა და დაამსხვრია ეს მცდარი აზრი. ის საკუთარ ამბავს გვიყვება.

" ძალიან ძნელია, ოჯახისა და სამსახურის ერთმანეთთან შეთავსება -ან ერთი უნდა აირჩიო, ან მეორეო-მეტყოდა ხოლმე ჩემი მეგობრის დედა. რთულია, არ ჩამორჩე ცხოვრების რიტმს- იზრუნო კარიერულ წინსვლაზე, პროფესიულ ზრდაზე და ამავდროულად, იყო მზრუნველი, ყურადღებიანი დედა და მეუღლე".

მიუხედავად სირთულისა, მაკა ქენქაძემ შეძლო და ორი შვილის აღზრდას, პედაგოგიური საქმიანობა შეუთავსა. ის, გორის მე-5 საჯარო სკოლაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან მუშაობს. სპეციალური მასწავლებელი სამი წლის წინ გახდა და მოზარდებს აკადემიური და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარება. ამბობს, რომ მათთვის არა მხოლოდ მასწავლებელი, არამედ უფროსი მეგობარია და საზოგადოებაში ჯერ ისევ არსებული - სტიგმისა და სტერეოტიპებისგან მუდმივად იცავს.

 

" სპეციალურ მასწავლებლად მუშაობა, 2015 წელს დავიწყე. სპეც მასწავლებლებს სჭირდებათ ძალიან დიდი ძალისხმევა და შრომა იმისათვის, რომ სსსმ მოსწავლეებს დაეხმარონ, განუვითარდეთ ის აკადემიური, სოციალური, ფუნქციონალური უნარ-ჩვევები, რომლებიც მათთვის
საჭირო და აუცილებელია. ძალიან დიდი სტიმულია, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, როდესაც ვხედავ ჩემი მოსწავლეების იმედით ანთებულ თვალებს. მათთვის სპეც მასწავლებლები ვართ მეგობრები, იმედი, დამცველები იმ გარემოსგან, რომელმაც შეიძლება გარიყოს, უარყოს ისინი. საბედნიეროდ, ბოლო წლებში შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება შშმ პირების მიმართ. განათლების სამინისტროსგან გვაქვს ხელშეწყობა იმის, რომ ჩვენს მოსწავლეებს მივცეთ ხარისხიანი განათლება"-გვიყვება მაკა.

 

მაკა ორი შვილის დედაა. გვიხსნის, რომ მცირეწლოვანი ბავშვების ყოლის პირობებში მუშაობა, თავდაპირველად გაუჭირდა. თუმცა, დღის განრიგი დროთა განმავლობაში ისე გადაანაწილა, რომ ახლა, ოჯახი და სამსახური ცალ-ცალკე განსახილველ საკითხებად ვეღარ წარმოუდგენია.

"საჯარო სკოლაში მუშაობა, ახალი დაწყებული მქონდა, როდესაც გავიგე რომ სულ მალე, მეორე შვილიც მეყოლებოდა. ეს დიდი სიხარულიც იყო და თან შიში იმისა, თუ როგორ შევუთავსებდი სამსახურს და ორი პატარას აღზრდას ერთმანეთს. ძალიან ბევრი უძილო ღამე. დილით სამსახური. მუდმივი ფიქრი იმაზე, თუ როგორ იქცევა ბებოსთან დარჩენილი ჩემი პატარა. ხომ არ ტირის?! თუ ჭამა?! ძილი თუ დაისრულა?! ასე გრძელდებოდა თვეები. თუმცა, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და შევძელი, რაც შეუძლებლად მიმაჩნდა! მიუხედავად ძალიან ბევრი სირთულისა, მივხვდი რომ ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია. მთავარია გიყვარდეს შენი პროფესია და ოჯახი, დანარჩენს, ყველაფერს მარტივად მოახერხებ".

მაკა 28 წლისაა. გარდა იმისა, რომ ოჯახისა და სამსახურის ერთმანეთთან შეთავსებას პრობლემად აღარ თვლის, ახალი ინტერესებიც აქვს. ამბობს, რომ ბოლო პრიოდში დეკორატიული დიზაინით დაინტერესდა და თავისუფალ დროს, დაბადების დღეების, სხვადასხვა სახის შეხვედრებისა და ბავშვეთ ოთახების დიზაინზე მუშაობს. არ გამორიცხავს, რომ გატაცების დონეზე დაწყებული საქმიანობა,ერთ-ერთ პროფესიად აქციოს.

 

                                                                                                                  

სტატიის ავტორი: თათია გოგოლაძე    DIANEWS.GE



скачать dle 10.3Скачать игры для Android