დღის თემები
» » ხაშურში, სოფელ ცედანის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ხაშურში, სოფელ ცედანის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

31-08-2018, 21:10
ნანახია: 1021


ხაშურში, სოფელ ცედანის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ხაშურში, სოფელ ცედანის მახლობლად, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის ქრობის პროცესში 220 მეხანძრე-მაშველი , 17 სახანძრო მანქანა, ტყის ხანძრებისთვის განკუთვნილი სპეცტექნიკა, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მონაწილეობდა. ხანძრის გაჩენის პირველივე დღიდან ადგილზე იმყოფებოდნენ შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი და სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი თორნიკე გვაზავა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, ადგილზე პრევენციის მიზნით დარჩებიან მეხანძრე-მაშველები და განახორციელებენ ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგს.
 
 
„ერთი ჯგუფი დარჩება, დაახლოებით 20-და 50 ადამიანამდე. ასევე, ადგილზე დარჩება რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკაც. არსებობს მონიტორინგის გარკვეული სტანდარტი და რისკების საბოლოო შეფასების შემდეგ ისინიც დატოვებენ ტერიტორიას," - განაცხადა შალვა ხუციშვილმა 

 
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ხანძრის ქრობის პროცესში. სწორედ ასეთი ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგად მოხერხდა უმოკლეს დროში ხანძრის ლიკვიდაცია," - აღნიშნა შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.
 
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 10 ჰა-მდე ტყის ფართობი.
скачать dle 10.3Скачать игры для Android