დღის თემები
» » სურამისკენ ტყე იწვის – ხანძრის ეპიცენტრიდან დრონით გადაღებული კადრები გავრცელდა

სურამისკენ ტყე იწვის – ხანძრის ეპიცენტრიდან დრონით გადაღებული კადრები გავრცელდა

30-08-2018, 20:40
ნანახია: 1419

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ხაშურში, სოფელ ცედანის ტერიტორიაზე, ტყეში გაჩენილი ხანძრის ეპიცენტრიდან დრონით გადაღებულ კადრებს ავრცელებს. 

ხაშურის სოფელ ცედანში ხანძრის საწინააღმდეგო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი  ჩაერთო.

ამასთან ერთად, ადგილზე რჩება 220  მეხანძრე- მაშველი

ხაშურში, სოფელ ცედანის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი 29 აგვისტოს გაჩნდა. დამწვარია 10 ჰა ფართობი.

ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც ტყის მასივში 15 შემოვლა განახორციელა. ურთულეს რელიეფზე ახალ სახანძრო მანქანებს ტყის მასივში წყლის მარაგი გადააქვთ. ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 30-კაციანი შემადგენლობა.

ხანძრის ეპიცენტრში არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები, ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი თორნიკე გვაზავა.


скачать dle 10.3Скачать игры для Android