დღის თემები
» » ძლიერი ხანძარი ხაშურში - უახლესი ინფორმაცია სტიქიის ზონიდან

ძლიერი ხანძარი ხაშურში - უახლესი ინფორმაცია სტიქიის ზონიდან

30-08-2018, 18:11
ნანახია: 816

ხანძრის ქრობის პროცესში პირველად ჩართულია ტყის სახანძრო სპეცმანქანები. ურთულეს რელიეფზე ახალ სახანძრო მანქანებს ტყის მასივში წყლის მარაგი გადააქვთ.

ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც ტყის მასივში 15 შემოვლა განახორციელა

ადგილზე რჩება 220 მეხანძრე-მაშველი

ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 30-კაციანი შემადგენლობა

ხანძრის ეპიცენტრში არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები, ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი თორნიკე გვაზავა.

скачать dle 10.3Скачать игры для Android