დღის თემები
» » გურამ კაშიას ყველანაირ მხარდაჭერას ვუცხადებთ - ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი

გურამ კაშიას ყველანაირ მხარდაჭერას ვუცხადებთ - ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი

29-08-2018, 15:45
ნანახია: 314

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ვიცეკაპიტანის, გურამ კაშიას, მიმართ გამოხატულ შეურაცხყოფას ეხმაურება.

ოფიციალური კომენტარი ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

ამ დროისთვის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, საქართველოში არ იმყოფება, ის საფრანგეთშია და ხვალ UEFA-ს ღონისძიებას დაესწრება.

მედიასთან კომენტარი ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა გააკეთა.

ნიკოლოზ ჯღარკავას თქმით, ფეხბურთის მმართველმა ორგანო ყველანაირ ძალადობას გმობს და გურამ კაშიას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

„ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთის ფედერაციისთვის, პირველ რიგში, გურამისთვის და ასევე დიდი მნიშვნელობის მქონეა ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის. რაც შეეხება ამ ამბის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია უცვლელია. ჩვენ კვლავ ვეწინააღმდეგებით ყოველგვარი სახის დისკრიმინაციას, ძალადობას და გვერდში ვუდგავართ გურამს მის ამ გადაწყვეტილებაში და ყველანაირ მხარდაჭერას ვუცხადებთ," - განაცხადა ნიკოლოზ ჯღარკავამ.

მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ ეროვნული ნაკრების წევრი, გიორგი მერებაშვილი, გამოეხმაურა და გურამ კაშიას მხარი დაუჭირა.

მიმდინარე პროცესებზე სპორტულმა ჟურნალისტებმაც ისაუბრეს. მათ ფეხბურთელების სოლიდარობაზე გაამახვილეს ყურადღება.

განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განათლების, სპორტისა და კუტურის მინისტრმა მოკლე კომენტარი გააკეთა.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, საკითხზე დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ ისაუბრებს.

გურამ კაშიას მიმართ შეურაცხყოფა ამჯერად UEFA-ს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ვიცეკაპიტანს ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის UEFA თანასწორობის ჯილდოს გადასცემს.

პარალელურად სოციალურ ქსელში დაიწყო მხარდამჭერი კამპანია, სახელწოდებით „გურამ, შენთან ვართ".

скачать dle 10.3Скачать игры для Android