დღის თემები
» » გორში, უფლისციხის ქუჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

გორში, უფლისციხის ქუჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

14-08-2017, 15:46
ნანახია: 1331

გორში, უფლისციხის ქუჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

რკინიგზის სადგურის დასახლებაში, უფლისციხის ქუჩის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. მათი მტკიცებით, სოფელ ატენის გაზიფიცირების გამო, ქუჩა თითქმის სამი თვეა გადათხრილია, რაც ადგილობრივების ყოფას გაუსაძლის ხდის. ისინი ამბობენ, რომ სამუშაოების გამო, მათ ქუჩაზე მოიშალა საკანალიზაციო სისტემა, გადადგილება შეუძლებელია და ახლა ანტისანიტარიაა. ისინი ქალაქის მერიას და გამგეობას უყურადღებობაში სდებენ ბრალს და პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში აქციების გამართვით იმუქრებიან. პრობლემის მოგვარების პირობას სდებს გორის მერია, სადაც გვეუბნებიან, რომ შესაბამის სამუშაოებს ხვალიდან დაიწყებენ და უფლის ციხის ქუჩის მცხოვრებლებს, მოშლილი საკანალიზაციო სისტემის და ანტისანიტარიის პრობლემა აღარ შეაწუხებთ.

скачать dle 10.3Скачать игры для Android