დღის თემები
» » გორელი ჟურნალისტის თვალით დანახული ლონდონი (ფოტოკოლაჟი)

გორელი ჟურნალისტის თვალით დანახული ლონდონი (ფოტოკოლაჟი)

14-08-2017, 13:41
ნანახია: 1759

გორელი ჟურნალისტის თვალით დანახული ლონდონი (ფოტოკოლაჟი)


ერთ-ერთი, რის გადატანასაც ნებისმიერი ქართველი ისურვებდა საკუთარ ქვეყანაში, აქაური გზებია - ლონდონში, რომლის ფართობი 1 600 კვადრატულ კილომეტრს აღწევს, გზის გაგნება ნებისმიერი მიმართულებით მარტივია.

გორელი ჟურნალისტის თვალით დანახული ლონდონი (ფოტოკოლაჟი)

 

საქართველოს იმ ქალაქებში მცხოვრებ ადამიანებს, სადაც წლიდან წლამდე „ზებრა" გადასასვლელების დახაზვა ვერ ხერხდება, ლონდონის გზები მარტივად აღარფრთოვანებს. აქ ასფალტზე თეთრ ხაზებთან ერთად, ფეხით მოსიარულეებისთვის საჭირო სხვა ინფორმაციებიც არის დატანილი - მაგალითად, გზის რომელ მონაკვეთზე რომელ მხარეს უნდა იყურო, რომელი გზა რომელი მიმართულებით მიდის, სად არის ცალმხრივი მოძრაობა და ა.შ.

გორელი ჟურნალისტის თვალით დანახული ლონდონი (ფოტოკოლაჟი)

ლონდონის ქუჩებში მოძრაობა ყველასთვის მოსახერხებელია - ფეხით მოსიარულეთათვის იმხელა ბილიკებია გამოყოფილი, რომ მშობლები ეტლით შვილებს მარტივად დაატარაბენ, ასევე, ქუჩიდან ქუჩამდე გადაადგილება არც ეტლით მოსარგებლე შშმ პირებს უჭირთ.

ქალაქის სიდიდის მიუხედავად, აქ ავტობუსის გაჩერებები ერთმანეთთან ზალიან ახლოს არის, დაახლოებით 4-5 წუთის სავალზე. ავტობუსის თითოელუ გაჩერება საინფორმაციო ცენტრს ჰგავს - ყველგან გამოკრულია რუქა, რომელიც გიჩვენებს, სად იმყოფები და რომელი მიმართულებით რა ნომერი ავტობუსით უნდა იმგზავრო. იქვეა გამოკრული ცხრილი, საიდანაც მარტივად გაარკვევ ესა თუ ის ავტობუსი კვირის რომელ დღეს რა სიხშირით და რომელ საათამდე მოძრაობს.

გორელი ჟურნალისტის თვალით დანახული ლონდონი (ფოტოკოლაჟი)



გორელი ჟურნალისტის თვალით დანახული ლონდონი (ფოტოკოლაჟი)

ავტობუსით მგზავრობა კომფორტულია - აქ ცალკე ადგილია გამოყოფილი ეტლით მოსარგეებლებისთვის, ფეხმძიმე ქალებისთვის და მათთვისაც, ვინც ხელჯოხით გადაადგილდება.

ლონდონის ქუჩებში პოლიცია არ პატრულირებს, თუმცა თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე კამერაა დამონტაჟებული და მის ქვემოთ დამაგრებული აბრიდან იგებ, რომ ქუჩაზე ვიდეო კონტროლია.

 

 

 

ავტორი: გვანცა დოლუაშვილი

მასალა მომზადებულიამშვიდობის ჟურნალისტიკაში EUMM-ის სპეციალური პრიზის ფარგლებში, "ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” (IWPR) მიერ ორგანიზებული ერთთვიანი მივლინების დროს ლონდონში.

 



скачать dle 10.3Скачать игры для Android