დღის თემები
» » ანატოლი ბიბილოვი: სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა ჩემი ცხოვრების სტიმულია

ანატოლი ბიბილოვი: სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა ჩემი ცხოვრების სტიმულია

25-08-2018, 15:40
ნანახია: 718


ანატოლი ბიბილოვი: სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა ჩემი ცხოვრების სტიმულია

 

 ფოტო: ანატოლი ბიბილოვი - ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ლიდერი

 „სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა ჩემი ცხოვრების სტიმულია", - განცხადება ანატოლი ბიბილოვმა გააკეთა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

„ჩვენი რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 2008 წლის 26 აგვისტოს მოხდა. მე არ ვამბობ და არ ვიტყვი უარს ეროვნულ იდეაზე - რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე. ჩემთვის ეს არის ცხოვრების სტიმული და მიზანი, რომელსაც ჩვენმა ხალხმა უნდა მიაღწიოს. მსურს, ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში ვიხილო", - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

რუსეთმა დეფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს „აღიარა".

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინი ე.წ. აღიარების მე-10 წლისთავზე ცხინვალში ჩასვლას არ აპირებს.

24 აგვისტოს ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დეფაქტო ლიდერებს მოსკოვში შეხვდა.

ინტერნეტ საინფორმაციო სააგენტო         DIANEWS.GE
скачать dle 10.3Скачать игры для Android