დღის თემები
» » ბათუმში, მაშველების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

ბათუმში, მაშველების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

14-08-2017, 11:07
ნანახია: 599

ბათუმში, მაშველების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ სირაძემ, ბათუმში, 15 წყალზე მაშველი სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს. შსს-ს მაშველებმა წელს, საზღვაო სეზონის გახსნის შემდეგ, მხოლოდ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საქართველოსა და სხვა ქვეყნების 300-მდე მოქალაქე გადაარჩინეს. მათი უმეტესობა წყალზე მაშველებმა ნაპირზე 4-5 ბალიანი შტორმის დროს გამოიყვანეს. შსს-სსაგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა, ამავეპერიოდში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე200-მდედაკარგული ბავშვი იპოვეს დამშობლებს უვნებლად დაუბრუნეს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ წლევანდელი საზღვაო სეზონისთვის 135 მაშველი შეარჩია დაგადაამზადა. ახალ საზღვაო სეზონზე მაშველების ყოველდღიური სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად წყალზე სამაშველო განყოფილებისთვის ბათუმის ნავსაყუდელში კეთლმოწყობილი სამაშველო პუნქტი მოეწყო. ასევე,გარემონტდა თორმეტი მცურავი საშუალება. მოქალაქეების უსაფრთხოებისა დარისკების პრევენციის მიზნით, ზღვაში საცურაო არეალის მანიშნებელი ტივტივები განთავსდა, სამაშველო საგუშაგოები თანამედროვე საზღვაო-სამაშველო ინვენტარით აღიჭურვა, სანაპირო ზოლშიკი ქართული დაინგლისურენოვანი საინფორმაციო ბანერები დამონტაჟდა, რომელთა საშუალებითაც მოხდება დამსვენებელთა გაფრთხილება ცურვისთვის სახიფათო ადგილების შესახებ.

скачать dle 10.3Скачать игры для Android