დღის თემები
» » ძლიერი ხანძარი ტყეში: ცეცხლის ქრობაში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი - ხანძრის ლოკალიზებაში ერთვება ვერტმფრენიც

ძლიერი ხანძარი ტყეში: ცეცხლის ქრობაში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი - ხანძრის ლოკალიზებაში ერთვება ვერტმფრენიც

11-07-2018, 18:07
ნანახია: 1396


 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ლენტეხი – სოფელ ზესხოში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთვება.

"ხანძრის ქრობის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

ურთულესი რელიეფის გამო ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება მოახერხეს. არსებობდა საფრთხე, რომ ცეცხლი მთის ზედა საფარზე გავრცელებულიყო, თუმცა მეხანძრე-მაშველების აქტიური რეაგირების შედეგად ცეცხლი დიდ ფართობზე არ გადასულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე მოახდინა დამატებითი ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზება. ადგილზე მობილიზებულია დამატებითი ჯგუფები თბილისიდან, იმერეთის რეგიონიდა.

ცეცხლის ქრობაში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი. ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები.

ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 2.5 ჰა ფართობი

მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება” – ნათავამია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებაში.

скачать dle 10.3Скачать игры для Android