დღის თემები
» » "საზოგადოებრივი" პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს პირდაპირ ეთერს სთავაზობს

"საზოგადოებრივი" პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს პირდაპირ ეთერს სთავაზობს

26-06-2018, 14:15
ნანახია: 361

"საზოგადოებრივი მაუწყებელი" გამოთქვამს მზადყოფნას, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობას ეთერი დაუთმოს.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას, რომლითაც მან მიმართა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტზე მსჯელობის გამართვასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების თანდასწრებით. გამოვთქვამთ მზადყოფნას, ამ ფორმატს დავუთმოთ ეთერი და გავწიოთ შესაბამისი საორგანიზაციო, მოსამზადებელი საქმიანობა. მივიჩნევთ, რომ, უპირველეს ყოვლისა, სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს საზოგადოებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების პლატფორმა",- ნათქვამია განცხადებაში.


პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ პირდაპირ ეთერში მსჯელობას სთავაზობს.

скачать dle 10.3Скачать игры для Android