დღის თემები
» » ახალუბნიდან გატაცებული ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ახალუბნიდან გატაცებული ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

19-06-2018, 14:26
ნანახია: 506

 გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მკვიდრი,  მიხეილ პეტრემღვდლიშვილი რუსმა ოკუპანტებმა 2500 რუბლის გადახდის სანაცვლოდ ცოტახნის წინ გაათავისუფლეს.

58 წლის მამაკაცი შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვაზე იმყოფება.

ახალუბნის მკვიდრი 16 ივნისს, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით რუსმა ოკუპანტებმა  დააკავეს. ,,დიანიუსის" ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც უკანონოდ დაკავებული  ორ თანასოფლელთან ერთად საქონელს მწყემსავდა. 

скачать dle 10.3Скачать игры для Android