დღის თემები
» » დაგორებულმა მანქანამ 8 წლის ბავშვი და მისი ბიძა იმსხვერპლა

დაგორებულმა მანქანამ 8 წლის ბავშვი და მისი ბიძა იმსხვერპლა

21-07-2017, 16:37
ნანახია: 3230

დაგორებულმა მანქანამ 8 წლის ბავშვი და მისი ბიძა იმსხვერპლა

თიანეთში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო , 8 წლის ბავშვი და ბიძა დაიღუპნენ. შემთხვევა სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანა, რომელსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი მართავდა, დაგორდა. თავდაპირველად, მანქანა იქვე მყოფ პირს, შედეგ კი ინერციით სხვა მანქანას დაეჯახა, სადაც მცირეწლოვანი ბავშვი იჯდა. ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული დაზიანებები გამო მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. скачать dle 10.3Скачать игры для Android