დღის თემები
» » კასპის მუნიციპალიტეტში, გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა 311,048 ლარი შეადგინა

კასპის მუნიციპალიტეტში, გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა 311,048 ლარი შეადგინა

20-07-2017, 11:22
ნანახია: 834

კასპის მუნიციპალიტეტში, გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა 311,048 ლარი შეადგინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს, გარემოსდაცვითი ინსპექტირების თანამშრომლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ თვალადში, ერთ-ერთი კომპანიის შემოწმების შედეგად, სხვადასხვა ტიპის დარღვევები გამოავლინეს. კომპანიამ წიაღით სარგებლობა ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების დარღვევით განახორციელა. საბადოს დამუშავება ზედა ნიშნულიდან არ არის განხორციელებული; ობიექტის ექსპლუატაციის პერიოდში დაგროვილი ფუჭი ქანების ნაწილი ჩაყრილია მდინარის ჭალა-კალაპოტში და კარიერს არ გააჩნია ავარიის ლიკვიდაციის გეგმა. ასევე, სასარგებლო წიაღისეული (კირქვა) ნაწილობრივ (52,88 მ2 ფართობზე) ლიცენზიით გათვალისწინებული სამთო მინაკუთვნის ფარგლებს გარეთ არის მოპოვებული. სამთო მინაკუთვნის დამუშავებისას, მოხსნილი მიწის ფენა, არაა დასაწყობებული ცალკე, ტერიტორიის შემდგომი რეკულტივაციის მიზნით, არამედ აღრეულია ფუჭ ქანებში. ხოლო, ფუჭი ქანები ჩაყრილია მდინარის ჭალა-კალაპოტში და დაყრილია საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე. შედგა სამი ერთეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა 311,048 ლარი და 7520 ლარი შეადგინა.скачать dle 10.3Скачать игры для Android