დღის თემები
» » გორში, სახალხო დამცველის ოფისი გაქურდეს

გორში, სახალხო დამცველის ოფისი გაქურდეს

18-07-2017, 16:07
ნანახია: 1253

გორში, სახალხო დამცველის ოფისი გაქურდეს

დღეს დილას სახალხო დამცველის აპარატის გორის რეგიონული ოფისის თანამშრომელს გორის ოფისის კარი გატეხილი და თავად ოფისი გაქურდული დახვდა.წაღებულია ოფისის კუთვნილი ტექნიკა – პორტატიული სამუშაო კომპიუტერი, რომელშიც სახალხო დამცველის რეგიონულ ოფისში შესული განცხადებების ელექტრონული ვერსიები ინახებოდა. მათივე ინფორმაციით, საქმეში დილიდან ჩართულია პოლიცია, ადგილზე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტები.

скачать dle 10.3Скачать игры для Android