დღის თემები
» » წყალბურთი. "ლოკომოტივი" საქართველოს ჩემპიონია

წყალბურთი. "ლოკომოტივი" საქართველოს ჩემპიონია

29-05-2018, 14:11
ნანახია: 453

საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" დღეს დამთავრდა საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატი. ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ თბილისის "დინამო" და "ლოკომოტივი". დებულებით, გუნდებს ორ მოგებამდე უნდა ეთამაშათ. პირველი მატჩი პენალტებით "ლოკომოტივმა" მოიგო. განმეორებით შეხვედრაში "დინამომ" გაიმარჯვა. ჩემპიონის ვინაობა მესამე დაპირისპირებამ დაასახელა.

ლოკომოტივი-დინამო 8:6 (3:3, 2:2, 2:0, 1:1)

ლოკომოტივი: ქარჩავა, ქავთარაძე (1), ქარჩილაძე, ფურცელაძე (1), ბაბუნაშვილი (1), ყავლაშვილი, რუსიშვილი (1), ივანაშვილი, ურუშაძე, გეგელაშვილი (2), კახეთელიძე (1), ჩიკვაიძე (1), კუჭუაშვილი.

დინამო: გვეტაძე, შავშიშვილი, მოსაშვილი, თეთრაძე, გაბადაძე, ადეიშვილი, ხვედელიანი (2), ბაღათურია (1), რურუა (2), ჯახაია (1), ხამოევი, ქართველიშვილი, რაზმაძე.

მატჩი რკინიგზელთა იერიშებით დაიწყო და მე-3 წუთზე ქავთარაძემ თავისი გუნდი დააწინაურა. წუთ-ნახევრის შემდეგ რურუამ წონასწორობა აღადგინა. პირველი პერიოდის ბოლომდე მეტოქეებმა კიდევ ორ-ორი ბურთი გაიტანეს. მეორე რვაწუთიანი მონაკვეთიც თანაბარ ბრძოლაში გაილია - 2:2. შესვენების შემდეგ "ლოკომოტივმა" ინიციატივა ხელთ იგდო და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ბოლო რაუნდიც ფრედ დასრულდა, "ლოკომოტივმა" 8:6 გაიმარჯვა და საქართველოს ჩემპიონობა მესამედ მოიპოვა.

ბრინჯაოს მედალი "თბილისმა" დაიმსახურა - გადამწყვეტ მატჩში მან "სპორტმენეჯმეტს" 11:6 სძლია

 

წყარო: lelo.ge

скачать dle 10.3Скачать игры для Android