დღის თემები
» » ტოჩინოშინი: "ასეთი დასასრული სამწუხარო იყო" - ქართველს ოძეკობა გარანტირებული აქვს!

ტოჩინოშინი: "ასეთი დასასრული სამწუხარო იყო" - ქართველს ოძეკობა გარანტირებული აქვს!

28-05-2018, 15:31
ნანახია: 840

 

 

 

ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა "ნაცუ ბაშოზე" გამოსვლა გამარჯვებით დაასრულა და საბოლოოდ მოგება-წაგებათა ბალანსი 13-2-ზე დააფიქსირა.

ყველამ იცის, რომ მარჯვენა ხელის მაჯის მოტეხილობის გამო ლევანმა დასანანი მარცხი იწვნია იოკოძუნა კაკურიუსთან, რომელმაც ამ გამარჯვების შემდეგ ჩემპიონობის შანსი ხელიდან აღარ გაუშვა.

"ნაცუ ბაშოს" დაწყებამდე ტოჩინოშინის მთავარ მიზანს ოძეკის წოდების მიღება წარმოადგენდა და მან, ამის შესახებ კომენტარიც გააკეთა.

თუმცა, უკვე დასრულებულ ბაშოზე მოვლენები ისე განვითარდა, რომ ქართველი სუმოისტი ჩემპიონობის უმთავრეს ფავორიტად მოგვევლინა.

"ნაცუ ბაშოს" საფინალო მე-15 დღის ორთაბრძოლის შემდეგ ლევან გორგაძემ ერთ-ერთ იაპონურ ვებ გვერდთან პირველი კომენტარი გააკეთა.

"როდესაც ზედიზედ 12 ორთაბრძოლის მოგება მოვახერხე, ამის შემდეგ მთელი ტურნირის მოგებაზე ფიქრი დავიწყე. აქედან გამომდინარე ასეთი დასასრული სამწუხარო იყო".

The Japan Times-ი, "ნაცუ ბაშოს" დასრულების შემდეგ შემაჯამებელ დასკვნას აქვეყნებს და მასში ბუნებრივია ლევან გორგაძეც მოხვდა.

იაპონური გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ.

ტოჩინოშინი (13-2), რომელიც პრაქტიკულად დარწმუნებულია, რომ ოძეკის წოდებას მიიღებს, რაც სპორტის სახეობაში მეორე ყველაზე მაღალი რანგი გახლავთ, ტურნირის ფინალური დღის ბოლოს წინა ორთაბრძოლაში მე-5 მაეგაშირა იკიოის დაუპირისპირდა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ტოჩინოშინმა კარიერაში თავისი მეორე ტურნირის მოგება ვერ შეძლო, მან ორი სპეციალური პრიზი მაინც მიიღო.

1) კარიერაში მესამედ, პრიზი ლამაზად ბრძოლისთვის. 2) კარიერაში მეექვსედ, პრიზი მებრძოლი სულისთვის.

30 წლის ტოჩინოშინმა იანვარში თავისი პირველი ტიტული მოიპოვა და ტურნირი 14-1-ზე დაასრულა. მარტში კი მისი ბალანსი 10-5-ზე იყო და ბრწყინვალე ორთაბრძოლისთვის ასევე სპეციალური პრიზი დაიმსახურა, რომელიც მხოლოდ იმ მებრძოლს გადაეცემა ვინც ოძეკის რანგის მფლობელს, ან იოკოძუნას დამარცხებას შეძლებს.

რამდენიმე დღეში (სავარაუდოდ 30 მაისს) სუმოს ასოციაციის (JSA) შეკრება გაიმართება, რომელიც ბაშოს დასრულების შემდეგ ტარდება ხოლმე და სწორედ ამ დღეს გადაწყდება გახდება, თუ არა ტოჩინოშინი ოძეკის რანგის მქონე.

იაპონური პრესის მტკიცებით, პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ ლევან გორგაძემ ოძეკის რანგი ვერ მიიღოს.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მიზანი რაც ტოჩინოშინს "ნაცუ ბაშოს" დაწყებამდე ჰქონდა შესრულებულია!

crystalsport.ge

скачать dle 10.3Скачать игры для Android