დღის თემები
» » საშინელი ძალადობა მთავარ მსაჯზე - ფეხბურთელებმა არბიტრს მინდორზე სცემეს

საშინელი ძალადობა მთავარ მსაჯზე - ფეხბურთელებმა არბიტრს მინდორზე სცემეს

25-05-2018, 16:10
ნანახია: 558

ჩრდილოლონდონში თურქული გუნდების შეხვედრისას მატჩის არბიტრს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინფორმაციას crystalsport.ge ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა ინგლისის სამოყვარულო ლიგის შეხვედრის დასრულებისას დაფიქსირდა, რომელიც ვუდ გრინში New River-ის სპორტულ ცენტრში გაიმართა.

ფინალის მიწურულს მთავარმა მსაჯმა ერთი გუნდის ორი ფეხბურთელი მოედნიდან გააძევა. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდა დიდი აგრესია მის მიმართს.

მას შემდეგ რაც მთავარმა მსაჯმა ფერნანდო ლოპესმა მატჩი დაასრულა, მის წინააღმდეგ ფეხბურთელები, მწვრთნელები და ქომაგები გაემართნენ. მინდორზე წაქცეულ არბიტრს რამდენიმე ფეხბურთელი და ქომაგი ურტყამდა.

''ეს არის ნამდვილად ყველაზე ცუდი კადრები, რომელიც მინახავს ბრიტანულ მიწაზე საფეხბურთო შეხვედრისას'' - განაცხადა ბრიტანეთში მსაჯთა მხარდამჭერი ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მარტინ კასადიმ.

სამოყვარული თასის გათამაშების ფინალი თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული.

скачать dle 10.3Скачать игры для Android