დღის თემები
» » გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ოკუპანტებმა ხნულები გაავლეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ოკუპანტებმა ხნულები გაავლეს

8-05-2018, 12:47
ნანახია: 1006

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ოკუპანტებმა ხნულები გაავლეს

საოკუპაციო ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში, რუსმა ოკუპანტებმა ხნულები გაავლეს. ოკუპანტებმა ამ ტერიტორიაზე ტრაქტორები 5 დღის წინ გამოიყვანეს. როგორც რუსი ოკუპანტები ამბობენ, ესენი ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებია.

სოფლის რწმუნებულის გიორგი ლაზარაშვილი ამბობს, რომ ხნული ერთ კილომეტრიან მონაკვეთზე არის გავლებული.

რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართების გაბმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყეს.

скачать dle 10.3Скачать игры для Android