დღის თემები
» » ძიუდოისტების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს

ძიუდოისტების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს

7-05-2018, 14:40
ნანახია: 428

საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან ქართველი ძიუდოისტების ნაწილი და გულშემატკივრები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ.

ფედერაციის პრეზიდენტი სამუშაო ადგილზე არ არის. სპორტსმენებმა განცხადება გაავრცელეს. მათი თქმით, დღეს 4 საათზე კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მოქმედ ძიუდოისტებს შეხვდება.

ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. მიხეილ ყაველაშვილის განცახდებით, ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს.

პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატიდან ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დაბრუნდნენ.

თელ-ავივიდან ნაკრების დაბრუნების შემდეგ კი დავით ქევხიშვილმა სამწვრთნელო შტაბი დაითხოვა. ამ ეტაპზე სპორტსმენებს მთავარი მწვრთნელი არ ჰყავთ და ჯერჯერობით უცნობია, რა შემადგენლობით გამოვა საქართველოს ნაკრები მომავალ ჩემპიონატებზე.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 10 მაისს გაიმართება, რომელზეც პრეზიდენტის ანგარიში და მიმდინარე პროცესები განიხილება.

скачать dle 10.3Скачать игры для Android