დღის თემები
» » ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს კეტავს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს კეტავს

7-05-2018, 11:24
ნანახია: 477

ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დღეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტები დაიკეტება.

მიზეზად ცხინვალის ე.წ უშიშროების სამსახური, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს ასახელებს.

ე.წ. საზღვრის გადაკვეთა დღეს საღამოს 20:00 საათიდან შეუძლებელი იქნება. მოძრაობის აღდგენა 10 მაისიდან იგეგმება.

скачать dle 10.3Скачать игры для Android